Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636252&print=yes&view=jobs
 
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სპორტული დარბაზების ქსელი "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ქართული ცეკვა, ზუმბა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

სპორტ დარბაზი "რეფორმა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "ბარისტა".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია