Робота для біженців з України
საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
ფილიალი: სათავო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:
პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ბარათების ოპერაციების ქორ სისტემებში შესრულების სისწორის მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებები;
** UFC-ის და სხვა მსგავს ფუნქციონალურ სისტემებში/პლატფორმებზე ოპერაციების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** საბანკო ბარათებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიციირება და უზრუნველყოფა;
** თაღლითობის პრევენციის მიზნით ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** საბანკო ბარათის მფლობელებისგან მიღებულ საჩივრებზე რეაგირება, მოკვლევა და უკუკავშირის დაბრუნება;
** საბარათე ტრანზაქციების ლიმიტების განსაზღვრა, ბარათების ბლოკირება საეჭვო ოპერაციის აღმოჩენისას, ტრანზაქციების შეზღუდვებისთვის საჭირო წესების შემუშავება და სისტემაში გაწერა;
** საბანკო ბარათებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი წესების და პროცესების შექმნაში მონაწილეობის მიღება, განახლება, მონიტორინგი და მართვა;
** ბანკომატებში დაკავებული ბარათების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებები;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და საგამოძიებო სტრუქტურებთან თაღლითური შემთხვევების განხილვისას;
** რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა ანალიზი;
** მონაწილეობა ახალი საბარათე პროდუქტებისა და სისტემების რისკების შეფასებაში.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საბარათე რისკების მართვის, საბარათე სისტემებთან და ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** თაღლითობის პრევენციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბანკო ბარათების ოპერაციებთან, ციფრულ გადახდებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული ** რეგულაციების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint);
** ინგლისური ენა - B2 დონეზე ფლობა;
** UFC-ის და Alta-ს სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 04 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე