დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ზიონი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
"ზიონი" არის ებრაულ-ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად კომპანიას 6 მიმდინარე პროექტი აქვს. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://zion.ge/
ზიონის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გრაფიკულ დიზაინერს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქ.N13
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
დაქვემდებარება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური ელემენტების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის ვიზუალები, ბეჭდური მასალები;
** სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა სარეკლამო არხებისთვის გრაფიკული სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა: პოსტერები, იმიჯები, Gif-ები, მარტივი ანიმაცია და ა.შ.
** პროექტების მიხედვით ფეისბუქ კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;
** არქიტექტორულ მასალებზე (ბინის / სართულის გეგმარების, კორპუსის ჭრილების, რენდერების და სხვა ვიზუალური მასალების) მარკეტინგული საჭიროების მიხედვით, გრაფიკული დიზაინის შექმნა, ბრენდის სტილისა და ვიზუალური იდენტობის გათვალისწინებით;
** ბრენდ გაიდლაინის და იდენტობის გათვალისწინება ყველა ვიზუალში;
** ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების აწყობა;
** სართულის გეგმაზე გასაყიდი უძრავი ქონების ინდივიდუალურად მონიშვნა, ვიზუალიზაცია;
** კორპორატიული ბრენდირებული მასალების დიზაინის მომზადება;
** სასაჩუქრე ნაკრების კონცეფციის მოფიქრებაში მონაწილეობა და დიზაინის მომზადება;
** ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება;
** უშუალო მენეჯერის მიერ დავალებული სხვადასხვა ტიპის დიზაინერული სამუშაოს შესრულება.
მოთხოვნები:
** განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** Adobe illustrator და Adobe Photoshop-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია Adobe InDesign პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ასევე, გთხოვთ, განაცხადის გაკეთებისას გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|