Робота для біженців з України
კოორდინატორი დასუფთავების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი დასუფთავების დეპარტამენტში
მომწოდებელი: Clocks Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"CLOCKS HOTEL Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტში კოორდინატორის პოზიციაზე.

"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

** მენეჯერის არყოფნის დროს დიასახლისების სამუშაო დღის განრიგის შედგენა და დავალებების გადანაწილება;
** სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** მენეჯერის არყოფნის დროს ნომრების სისუფთავის გადამოწმება;
** კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში;
** მენეჯერის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმრო სფეროში მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების Word, Excel საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებული.

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე