Робота для біженців з України
ავტოკარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკარის ოპერატორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის (ტვირთამწის) ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის და გადაადგილების მიზნით;
** საწყობში შემოსული, პალეტებზე განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა სატვირთო ავტომანქანიდან და საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას განთავსება ტვირთამწის მეშვეობით;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება კომპაქტურად, მოწესრიგებულად და ეფექტიანად, დაზიანების და დანაკარგის გარეშე;
** საქონლით დატვირთული პალეტების ჩატვირთვა სატვირთო ავტომობილში, უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
** ამგროვებელი ჯგუფისთვის/მტვირთავებისთვის პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ტვირთამწის მოვლა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** საექსპლუატაციო და უსაფრთხოების წესების დაცვა (საწყობის ტერიტორიაზე ტვირთამწის სიფრთხილით მართვა);
** ტვირთამწის დამუხტვის კონტროლი პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** მოძრაობის წესების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე