Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Art Maison
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
ავეჯის კომპანია "Art Maison" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ავეჯის მაღაზიაში.

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 68, სავაჭრო ცენტრი "ავეჯის პავილიონი"
** სამუშაო განრიგი: თვეში 15 სამუშაო დღე, სასურველი გრაფიკის არჩევის შესაძლებლობით

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
** ბონუს სისტემა - შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ავეჯის შეთავაზება და დეტალური კონსულტაცია (მასალა, ზომები, ფერი, დიზაინი და ფუნქციონალი)
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და უპირატესობების წარდგენა
** შეკვეთების გაფორმება და მიტანის დეტალების შეთანხმება
** თანამშრომლებთან კოორდინაცია (საწყობი, მიტანის სამსახური, ადმინისტრაცია)

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Excel)

საკომუნიკაციო ენები:

** ქართული ენა - გამართული მეტყველება და წერა (აუცილებელია)
** ინგლისური ენა - საშუალო დონე (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@artmaison.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე