Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=636047&print=yes&view=jobs
 
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა თბილისი, ვაშლიჯვარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი;
** სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი ობიექტების მოძიება;
** არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით ღონისძიებების გატარება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების წარმოება;
** პროდუქციის დეტალურად შესწავლა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფლიქტების გადალახვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე: hr@ipqli.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია