დასახელება:
დღის უმცროსი ექთანი, მორიგე რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. დღის უმცროსი ექთანი საოპერაციო ბლოკში
დღის უმცროსი ექთანი (სამეანო საოპერაციო)
** სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე
** ადგილების რაოდენობა: 1
** სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 სთ
დღის უმცროსი ექთანი (ქირურგიული საოპერაციო)
** სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე
** ადგილების რაოდენობა: 1
** სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ექთნის ასისტირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ III სემესტრი)
2. მორიგე რეგისტრატორი
სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა (შაბათ-კვირის შემთხვევაში 24 სთ მორიგეობა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|