დასახელება:
ელექტრიკოსი, მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
მენარდი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მენარდი" ეძებს ელექტრიკოსს და მექანიკოსს.
"მენარდ ჯორჯია" არის ფრანგული საერთაშორისო კომპანია - მენარდის ფილიალი საქართველოში რომელიც მოქმედებს როგორც ქვეკონტრაქტორი ინფრასტრუქტურულ და ინდუსტრიულ პროექტებზე საქართველოს რეგიონებში. ელექტრიკოსიც და მექანიკოსიც მზად უნდა იყოს პროექტის ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამუშაოდ/დროებით საცხოვრებლად გადასასვლელად.
მოთხოვნები:
** მძიმე სამშენებლო ტექნიკის ჰიდრავლიკური სისტემების სიღრმისეულად ცოდნა;
** ხიმინჯების საბურღ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ელექტრიკოსის, მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ ტექნიკაზე რეგულარული ზედამხედველობა;
** დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო მიმდინარებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დღეში 8 საათი + 2 ზეგანაკვეთური საათი
** კანდიდატი მიიღებს დეტალურ სამუშაო შეთავაზებას გასაუბრების შემდეგ, სადაც მოცემული იქნება ანაზღაურების დეტალები
** კომპანია უზრუნველყოფს სამედიცინო და უბედური შემთხვევის დაზღვევას
** კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელს სამშენებლო მოედანთან ახლოს პროექტის მიმდინარეობისას
საკონტაქტო ელფოსტა: giga.khetsadze@menard-vibro.ae
|
|
|
|