Робота для біженців з України
სერვის-ადმინისტრატორი/მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ადმინისტრატორი/მითერი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სერვის-ადმინისტრატორის (მითერი) პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 30 საათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ანაზღაურება: ფიქსირებული, 875 ლარი (დარიცხული).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** მომხმარებლებისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობისას;
** წარმოშობილი რიგების მართვა.

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი.

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე