დასახელება:
ოპერაციებისა და მიწოდების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Leader System
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
"ლიდერ სისტემ" - საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL; TINTOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ოპერაციებისა და მიწოდების კოორდინატორის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაგრატიონის N145
ანაზღაურება: 2500 ლარიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება და კონტროლი;
** მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გადამოწმება შეკვეთის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში;
** პროდუქციის მიღებისას აღმოჩენილი დეფექტების ან შეუსაბამობების დაფიქსირება და მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** მიღებული პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ განთავსება საწყობში;
** მარაგების რეგულარული აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში შეყვანა;
** გაყიდვების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
** შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მომზადება გასაგზავნად;
** პროდუქციის გაყიდვებისა და მიწოდების დოკუმენტაციის დროული წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური/რუსული;
** Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართ;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
საჭირო უნარები და თვისებები:
** გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ოპერაციებისა და მიწოდების კოორდინატორი".
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
|
|
|
|