დასახელება:
იმპორტის და ლოგისტიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რეფიქსი
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს იმპორტის და ლოგისტიკის სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
** ტრანსპორტიორი კომპანიების მოძიება/არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება: ტარიფების შეთანხმება;
** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლში ჩართულობა;
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გადაზიდვების მარშრუტის მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: პირველი თვე 1000 ლარი, მომდევნო თვიდან 1300 ლარი (ხელზე ასაღები);.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით,
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია -იმპორტის და ლოგისტიკის სპეციალისტი.
|
|
|
|