Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=635799&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბატუტის საბავშვო პლატფორმა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
თბილისი მოლში მდებარე ბატუტის საბავშვო პლატფორმა გთავაზობთ დასაქმებას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 6 საათი, შაბათ-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
** ანაზღაურება 1000 ლარზე მეტი, ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა;
** პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია