Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=635749&print=yes&view=jobs
 
მზარეული - ჭავჭავაძე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Book Cafe
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კაფეთა ქსელი Book Cafe "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.

Book Café-ს მენიუ გამოირჩევა იტალიური და აზიური გასტრონომიული კულტურის იდეალური სინთეზით, რომელზეც მუშაობენ უმაღლესი სტანდარტების კერძების განახლებაზე ორიენტირებული შეფმზარეულები. კაფის ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.

Book Café-ში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა:

ღვინის დეგუსტაცია, საქველმოქმედო პროექტები, კითხვის საათი, შეხვედრები მწერლებთან და კულტურის წარმომადგენლებთან და სხვა.

Book Café აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N2.
გრაფიკი: სრული, ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით და დროულად მომზადება არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების მონიტორინგი და დაცვა;
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვაზე მუდმივი ზრუნვა.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელ-ფოსტაზე hr@piatto.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მზარეული).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია