დასახელება:
ღამის ცვლის დიასახლისი
|
მომწოდებელი:
ჰილტონ გარდენ ინნ
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს დასუფთავების დეპარტამენტში ღამის ცვლის დიასახლისის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ორჯერად კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ღირსეულ სამუშაო პირობებს;
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს;
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე.
სამუშაო განრიგი: 23:00 დან 08:00 მდე კვირაში 5 ღამე.
რას ველით შენგან:
** სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ;
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.
ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებს დაგვიკავშირდი: 577 323 157
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|
|
|
|