Робота для біженців з України
დღის ექთანი - კარდიოლოგიის დეპარტამენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ექთანი - კარდიოლოგიის დეპარტამენტი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის დეპარტამენტში დღის ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის ცნობა.
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება:
** შიდა სტანდარტების შესრულება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsft Word, Excel)

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე