დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
საათების მაღაზიათა ქსელი GMT
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქალაქი ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი".
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** რუსული, ან ინგლისური ენა სასაუბრო
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
ჩვენ გთავაზობთ:
დინამიურ და საპასუხისმგებლო სამსახურს
ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
საბონუსე სისტემას
სამუშაო გრაფიკი: სრული, ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00
ჯანმრთელობის დაზღვევას
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება.
|
|
|
|