Робота для біженців з України
სპა ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: სპა ცენტრის ზედამხედველი

დამატებითი ბენეფიტები:

კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით

ფუნქცია-მოვალეობები

** მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში
** სპის პროცედურებზე ჯავშნების მიღება და მონიტორინგი
** სატელეფონო ზარების კონტროლი
** თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება
** ყოველდღიური/თვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი
** შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო
** მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია სტუმარს
** გაითვალისწინოს ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და პროცედურა ჩაატაროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2025 წლის 20 ივნისამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე