Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=635673&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგიური ბიუროს მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგიური ბიუროს მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიური ბიუროს მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგის პოზიციაზე.

კატეგორია: წარმოება
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს.

ძირითადი ფუნქციები

** ნახაზის დამუშავება, ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება, შრომატევადობის განსაზღვრა;
** მატერიალური სპეციფიკაციის შედგენა ხის და ლამინატის ნაკეთობების დასამზადებლად;
** ავეჯის ესკიზების შედგენა, განდეტალება ზომების მიხედვით;
** განშლის გაკეთება დასაჭრელი დეტალებისთვის;
** ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების ნორმა საათის დადგენა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელი პირისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების ცოდნა შესაბამისი პროფილით/მიმართულებით;
** წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
** ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშაობის ცოდნა;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების: Word, Excel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები

** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** ხარისხზე ორიენტირება.

ვაკანსიაზე შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნოლოგიური ბიუროს მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია