დასახელება:
სამედიცინო აპარატურის ინჟინერი - სტაჟირება
|
მომწოდებელი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ სტაჟიორს სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ბიოინჟინერიაში (ასევე მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო აპარატების/დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემის დროული და ეფექტური მოგვარება
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება სამედიცინო აპარატურის შესყიდვის განყოფილებისთვის
** კომუნიკაცია ექიმებთან, სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოგვარების/შეკეთების ვადების მიწოდება
** აპარატების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება (დაზიანებისა და მდგომარეობის შესახებ) და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
** ზრდის დიდ პოტენციალს,
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს,
** საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge
|
|
|
|