დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
შარდენ ვილა
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
თბილისში, კოტე აფხაზის ქ. 42_ში მდებარე, 22 ნომრიან ბუტიკის სტილის სასტუმროში "შარდენ ვილა", ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული ოთახების დალაგება, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** სასტუმროს მისაღების, დერეფნების და სველი წერტილების დალაგება;
** საუზმის დასრულების შემდეგ, სასაუზმეს სივრცის დასუფთავება;
ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობები განაწილებულია 5 დღეზე, სხვა დიასახლისებთან შეთანხმებით, ცვლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** პოზიტიურობა და კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი: დილის 10:00 სთ_დან საღამოს 18:00 სთ_მდე კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება 1100 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო
თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info.shardenvilla@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე +995 574 407 277 გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|