დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ჩემი სახლი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", Icrhomebatumi და ონლაინ მაღაზია ICRHOME.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისათვის საიმიჯო და კომერციული ვიზუალური მასალების მომზადება;
** ICR HOME-ში შემავალი ბრენდების სოციალური მედიისთვის შესაბამისი ვიზუალების მომზადება;
** ICR HOME-ში შემავალი ბრენდების იდენტობის დაცვა და ვიზუალური სტილის შექმნა;
** კომპანიისთვის სხვადასხვა აქტივობების, კამპანიებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო მასალის მომზადება თემატიკის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Adobe photoshop-ის ცოდნა (აუცილებელი);
** Adobe illustrator-ის ცოდნა (აუცილებელი);
** გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
** კრეატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: გასაუბრება და დავალების შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში 2025 წლის 10 ივნისამდე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გრაფიკული დიზაინერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|