დასახელება:
ლოჯისტიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
MSF Group
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია "MSF" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის (დოკუმენტაცია და ტრანსპორტირება) პოზიციაზე, თბილისში.
"MSF" არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომლის საქმიანობის სფერო არის საერთაშორისო და შიდა გადაზიდვები. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფეროში
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას ყოველდღიურ საქმიანობაში
ძირითადი მოვალეობები:
** ლოჯისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, დეკლარაცია, ინვოისი და სხვა)
** ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა
** განბაჟების პროცესის კოორდინაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება
** ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და დაარქივება
** მოსალოდნელ ტვირთებზე დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა
** პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე
** შესრულებული გადაზიდვების შეფასებების მიღება და აღრიცხვა
** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია)
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა
** მდებარეობა: თბილისი, ნ. გაფრინდაშვილის ქ. # 11 (დიდუბე)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: msf.vacancy@msf.ge Subject-ში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, კომპანია აწარმოოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
|
|
|
|