დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
აი სი არ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
"აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:
ქ. თბილისი
** აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია"
** პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
** ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა"
** ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
** რუსთაველის გამზ. 18, მაღაზია "კორსო იტალია"
** სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
** სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო"
** სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
** სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
** სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" - რუსთაველის გამზ.
** მაღაზია "აი სი არ ფეხსაცმელი" ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი) ქ. ბათუმი
** გორგილაძის 88, მაღაზია "კორსო იტალია"
** გამსახურდია/მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "რიფლეი"
** სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი" და "ოკაიდი"
** გამსახურდიას 23, მაღაზია "ოკაიდი"
** სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", ლეხ და მარია კაჩენსკები 1, მაღაზია "ბატა", "ოკაიდი"
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform
?usp=pp_url ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge არაუგვიანეს 2025 წლის 24 მაისი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარე- კონსულტანტი- ქ. თბილისი, "ქარვასლა")
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge.
|
|
|
|