Робота для біженців з України
სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე: ნუცუბიძის, თემქის და ნავთლუღის ფილიალებში.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
** პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შემდეგი ფორმით: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი - (ფილიალი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე