Робота для біженців з України
სერვისის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ქვეყნის ლიდერი კომპანია "MAX Comfort"-ი 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გათბობა - გაგრილების, სავენტილაციო და წყალმომარაგების სისტემების ფართო ასორტიმენტს.

კომპანია "MAX Comfort"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ხარ ენერგიული ახალგაზრდა და გსურს შენი კვალიფიკაციის ამაღლება გათბობა /გაგრილების სისტემების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით, მაშინ, ეს ვაკანსია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკური);
** უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული პროფესიული განათლება ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად საქმის შესრულების უნარი;
** კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ;
** კოორდინაციის, კოოპერაციის და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას;
** ტრენინგებს, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ასევე მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად (სერვის +);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ასევე, ყოველი წლის ბოლოს ე.წ მე-13 ხელფასს.

შერჩევის ეტაპები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** პირისპირ გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@maxcomfort.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maxcomfort.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე