დასახელება:
ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
GASA
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას - ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურისტული სააგენტოებისთვის მხარდაჭერის გაწევა (ბილეთების დაჯავშნა, გამოწერა)
** ახალი იუზერების შექმნა სარეზერვაციო სისტემებში
** ინვოისების მომზადება
** საბილინგო რეესტრის წარმოება (ჯავშნების დამატება, აღრიცხვა)
** ავიაბილეთების ფასების პერიოდული მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** ენერგიულობა და შრომისუნარიანობა
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ქუჩიშვილის 11
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|