დასახელება:
საქმის წარმოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" აცხადებს საქმის წარმოების სპეციალისტის ვაკანსიას.
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საკანცელარიო საქმიანობის ადმინისტრირება
** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება დადგენილი წესით;
** შემოსული და გამავალი წერილების ელექტრონულ არქივში შენახვა;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;
** მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** თანამშრომელთა მივლინების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება (მათ შორის ბილეთების დაჯავშნა/შესყიდვა და სხვა);
** კომპანიის თანამშრომლების მხარდაჭერა საკანცელარიო საკითხებში;
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპეტენციის ფარგლებში, შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული პროცესების სრულყოფა, გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ჰოსპიტლის დირექტორისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერის დავალების.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სასერთიფიკატო განათლება ოფისის და ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით;
** სასურველია კანცელარიის სპეციალისტად, ოფის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04 ივნისი, 2025 წელი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: wgmc_hr@vian.health და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|