Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

რა გელოდება ჩვენთან?

** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში;
** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა;
** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა);
** მაღალი და შეუზღუდავი ანაზღაურება (ფიქსირებული: 850 ლარი + ბონუსი საშუალოდ: 1700-2000 ლარი);
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

რას ველით შენგან?

** მომხმარებელთა მეგობრული მომსახურება;
** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების მიხედვით;
** გაყიდვების პროცესში ჩართულობა.

ვის ვეძებთ?

** მათ, ვისაც უყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გაყიდვები;
** იცის ინგლისური ენა გამართულად;
** აქვს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
** არის სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკი)
ცვლები: 10:00-19:00 | 11:00-20:00 | 13:00-22:00
2 დღე დასვენება

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://www.app.helio-ai.com/apply/exz4uc0yhgniv70z?src=Jobs.ge
შენი კარიერა იწყება აქ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე