დასახელება:
მათემატიკის პედაგოგი/კლასის დამრიგებელი
|
მომწოდებელი:
იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს მათემატიკის პედაგოგის და შეთავსებით - კლასის დამრიგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სპეციალობაში;
** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
** უნდა შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
** უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამებს.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
** I ეტაპი - დოკუმენტაციის განხილვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით;
** II ეტაპი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
** დამატებით, კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის სექტემბერი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2025 წლის 20 ივნისამდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) და პასპორტის ფოტოსურათი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: kiketischool@yahoo.com.
გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|