Робота для біженців з України
შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

პასუხისმგებლობები და ვალდებულებები:

** კომპანიის მიზნებთან შესაბამისი შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** გაყიდვების სტატისტიკის ანალიზი;
** მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესყიდვის პროცესების მართვა;
** ინვენტარის და უსაფრთხო მარაგების კონტროლი, შესრულების დროის, გათვლისა და მოხმარების გათვალისწინებით;
** შესყიდვების ბიუჯეტის კონტროლი შეკვეთების პროგნოზირების მენეჯმენტი, შესრულების დროის კონტროლი და ხარჯთეფექტურობის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა შიდა პოლიტიკებთან და სამართლებრივ მოთხოვნებთან;
** შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელობა, განვითარება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office-ის) ცოდნა სავალდებულოა, ERP სისტემებთან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** მრავალფეროვან სამუშაო გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vkakuchaia@onepoint.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე