Робота для біженців з України
რეზერვი დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი დისტრიბუტორი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"T&R DISTRIBUTION" (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე რეზერვი დისტრიბუტორი (თბილისი).

ძირითადი მოვალეობები:

** მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები;
** აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
** მიიღოს პროდუქცია საწყობ (ებ)იდან და ჩააბაროს პროდუქცია საწყობ (ებ)ს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება; (სასურველია სიგარეტების მიმართულებით);
** აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება;
** B კატეგორიის  მართვის მოწმობა (მექანიკა).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2;
** ანაზღაურება/ბონუსი 1450 ლ +;
** პროდუქტი: სიგარეტი.

პიროვნული უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** სტაბილური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე