დასახელება:
პოლისების ადმინისტრირების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
პსპ დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების ოპერატორის პოზიციაზე.
დაზღვევა ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება. აქვთ სურვილი გაიღრმაონ გამოცდილება და იყვნენ ძლიერი გუნდის ნაწილი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამაში ხელშეკრულების პირობების ასახვა;
** პროგრამაში ბაზების ასახვა;
** პოლისების ბეჭდვის უზრუნველყოფა;
** პოლისების გამოწერა;
** პოლისებისა და ხელშეკრულების ელექტრონული დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკურად აზროვნები უნარი.
აღნიშნული პოზიცია არის დროებითი (გვესაჭიროება მუდმივი თანამშრომლის შემცვლელი) და შეადგენს 6 თვეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|