დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბიემსისი ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
BMCC - პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ოპერირებს 7 ევროპულ ქვეყანაში და გთავაზობთ მრავალფეროვან ონლაინ კურსებსა და საერთაშორისო ვორქშოპებს, ეძებს გამოცდილ სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს გუნდში.
ლოკაცია: თელავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
თუ გსურს, იმუშაო მოტივირებულ გუნდში, განათლების სფეროში და შენი რეალური შედეგებით შექმნა ზრდადი გაყიდვების არხი - ეს პოზიცია შენთვისაა.
შენი ძირითადი ამოცანები იქნება:
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** შემოსული ლიდების დამუშავება CRM სისტემაში;
** შედეგებზე ორიენტირებული გუნდის მხარდაჭერა და ყოველდღიური სტატისტიკის ანალიზი;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება.
ვაკანსიის ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სატელეფონო გაყიდვებში (სასურველია განათლების, მომსახურების ან B2C სფეროში)
** გამართული კომუნიკაციის უნარი, გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
** შედეგებზე და კონვერსიებზე ფოკუსი;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ფიქსირებული ხელფასი + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
როგორ შემოგვიერთდე?
გაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: orisigeo@gmail.com
სათაურში მიუთითე: "გაყიდვების მენეჯერი- თელავი
შერჩევის შემდეგ ეტაპზე მოხვედრილ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.
|
|
|
|