Робота для біженців з України
აპარტოტელის ნომრების დეპარტამენტის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარტოტელის ნომრების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას აპარტოტელის ნომრების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

"NQ Hospitality Management Group" ახორციელებს სასტუმროების, რესტორნების და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების მენეჯმენტს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქ. 14
სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

აპარტოტელის ნომრების დეპარტამენტის მენეჯერი პასუხისმგებელია შენობაში არსებული აპარტამენტების ოპერაციული მართვის კოორდინაციაზე, სტუმრის მიღებიდან-გასვლამდე პროცესების უწყვეტობაზე და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტოტელის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა.
** აპარტამენტებში მყოფი სტუმრებისთვის შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
** ფრონტ ოფისის და ჰაუსქიფინგის დეპარტამენტების მართვა.
** ყოველი ჩექ-ინისა და ჩექ-აუტის პროცესების ხარისხის ზედამხედველობა.
** გადამოწმება, რომ ყველა აპარტამენტი მომზადებულია სტანდარტის მიხედვით (ჩამოსვლამდე/წასვლის შემდეგ).
** სტუმართა უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა.
** ჰიგიენის, ტექნიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივი კონტროლი.
** რეზერვაციებთან, სტუმრების მოთხოვნებთან და დეპარტამენტთაშორის კომპლექსურ საკითხებთან მუშაობა და კოორდინაცია.
** ინვენტარის აღრიცხვა და მომარაგების დაგეგმვა.
** აპარტოტელის შიდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) დანერგვა და აღსრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, აპარტოტელში ან სასტუმროში.
** PMS სისტემების ცოდნა.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენები უპირატესობაა).
** გუნდის მართვის, პროცესების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** სტუმარზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა.
** პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე