Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=634891&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Forch
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
ჩვენთან ვაკანსიებია!

გთხოვთ, გაეცნოთ პირობებს და დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ ელ-მისამართზე: forchgeorgia@gmail.com

გერმანულ კომპანია "FORCH"-ს ესაჭიროება 35 წლამდე მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა;

მოვალეობები:

** მოამარაგოს მომხმარებელი "FORCH"- ის პროდუქციით;
** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
** მოიძიოს ახალი კლიენტები;

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

1. ანკეტების/რეზუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;
3. ტრეინინგის შემდგომი ტესტირება;

ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 2 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით.

ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის ანაზღაურება შეადგენს 800 ლარი + 3% გაყიდული საქონლის ღირებულებიდან + 150 ლიტრი საწვავი.

ამ ხნის განმავლობაში კანდიდატი საქმიანობას აწარმოებს საკუთარი ავტომობილით. საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი საქმიანობას გააგრძელებს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და ხელფასი დაიანგარიშება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 17:00 საათამდე;
დასვენების დღე: შაბათ-კვირა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: forchgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია