Робота для біженців з України
1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: OneSoft Training Centre
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"OneSoft Training Centre" აცხადებს მიღებას 1C ადმინისტრირების შემსწავლელ ონლაინ კურსზე.

პროგრამის აღწერა: "ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** შესყიდვები;
** საწყობი და მარაგები;
** წარმოება;
** გაყიდვები;
** CRM;
** ბუღალტერია;
** HR;
** ფინანსური ანგარიშგებები;
** Rs.ge.

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ 1C პროგრამის ადმინისტრირება, მომხმარებლების და ბაზების მართვა.

მიზნობრივი ჯგუფი: ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს გაიღრმაოს ცოდნა 1C-ის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: 1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ლექციების განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (19:00 - 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 10 საათი.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** გქონდეთ სრული წარმოდგენა ინფორმაციული ბაზის ტიპებზე და მათ განსხვავებებზე
** მომხმარებლების შექმნას, შესაბამისი პარამეტრების და უფლებების გამართვას
** ტიპური ოპერაციების შაბლონების აწყობას
** ანგარიშგებების აწყობას
** სხვადასხვა დამუშავებების გამართვას
** ბაკნებთან ინტეგრაციის აწყობას
** თვის დახურვის დოკუმენტის გატარებას
** შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამართვას
** დისტრიბუციის პოკეტების გამართვას

კურსის სტანდარტული ღირებულება: 500 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა "Google Meet"-ის მეშვეობით.
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

** კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
** OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98
E-mail: info@1soft.ge
Web: www.onesoft.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე