დასახელება:
საუზმის მზარეული
|
მომწოდებელი:
იაკობის ეზო
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
რესტორანი იაკობის ეზო აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
** სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება მენეჯმენტისთვის
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება
** კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი რეცეპტურის, ტემპერატული, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი
** კერძის მომზადების ტექნოლოგიის სრული კონტროლი
** საუზმის მენიუს შედგენა პერიოდულად, მენიუს კერძებით განახლება
** ახალი კერძების რეცეპტურის გაწერა
** ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი
** თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ.
საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|