დასახელება:
საუზმის მზარეული
|
მომწოდებელი:
იბისი თბილისი სტადიუმი
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 05:00-14:00 კვირაში 2 დღე დასვენება
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას, დილის ტრანსპორტირებას.
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, დაფასოება;
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** მენიუების და კალკულაციების კეთების გამოცდილება;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: Khatuna.jikidze@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|