დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
მომწოდებელი:
ეიჩპიემ
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომპანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ რეზერვაციების აგენტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა და სასტუმროს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
** სასტუმროში გასამართი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდეგ გაზიარება შესაბამის განყოფილებებთან;
** ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ორგანიზატორებთან კონტაქტი, ასევე წინასწარ დარეგისტრირებულ პირებთან დაკავშირება და ფინანსური საკითხების პროცედურული უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რეზერვაციების აგენტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|