Робота для біженців з України
.NET დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
შემოუერთდი "TNET" -ის ციფრულ ეკოსისტემას .Net დეველოპერის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00.

შენი როლი "თინეთში":

** C#-ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით;
** ეფექტური და გამოყენებადი C# სერვისების აწყობა;
** არსებული კოდის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სისტემის მოთხოვნების ანალიზი და განვითარების ამოცანების დასახვა;
** ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება;
** მონაცემთა ბაზის და სისტემების ფაილების დიზაინის პროცესში მონაწილეობა;
** არქიტექტურის დიზაინსა და ტექნოლოგიების შერჩევაში მონაწილეობა;
** უმცროსი დეველოპერების განვითარების მხარდაჭერა და მენტორინგი.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ გაქვს:

** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება BackEnd დეველოპმენტის მიმართულებით;
** C#-ის და .NET C#-ის სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის .NET Framework/.NET 8;
** ASP.NET/ASP.NET Core Framework-ის სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** OOP/SOLID პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების (Design Patterns) სიღრმისეული ცოდნა;
** მიკროსერვისულ და მონოლითურ არქიტექტურასთან მუშაობის გამოცდილება;
** რელაციური მონაცემთა ბაზების სიღრმისეული ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL, PostgreSQL);
** Dapper/Entity Framework-თან მუშაობის გამოცდილება;
** Performance ოპტიმიზაციის ტექნიკების ცოდნა, Code Profiling, ქეშირების მექანიზმები და მონაცემთა ბაზის Performance Tuning;
** აპლიკაციების Performance მონიტორინგ სისტემებთან (Prometheus, New Relic, Sentry) მუშაობის გამოცდილება;
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება.

კიდევ უფრო საინტერესოა თუ:

** გაქვს ასინქრონული პროგრამირების და პარალელური დამუშავების ტექნიკების და კონკურენტულ/დატვირთულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს დისტრიბუციული სისტემების არქიტექტურის, მიკროსერვისული არქიტექტურის და messaging სისტემებთან (RabbitMQ, Kafka) მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს მასშტაბირებადი სისტემების დიზაინის შემუშავების გამოცდილება.

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე