Робота для біженців з України
აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"ვიანი" აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

განსაკუთრებული მინიშნება: სამუშაოს შესრულებისათვის სავალდებულოა მივლინებების განხორციელება რეგიონებში

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფში შემავალი კომპანი (ებ)ის ბიზნეს პროცეს (ებ)ის აუდიტი:
** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
** შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
** პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა;
** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
** აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხისმგებელ პირ (ებ)თან;
** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** სავალდებულოა სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანიის/კლინიკების, ფარმა სექტორის აუდიტის მიმართულებით;
** ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში შიდა აუდიტის მიმართულებით ან სამედიცინო დაწესებულებაში/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში/ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:

** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
** საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ;
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კომპეტენტური სამსახურების მიერ გაცემული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ სამედიცინო საქმიანობას;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
** პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ობიექტურობა;
** პატიოსნება;
** პრინციპულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის განაწილების/მართვის უნარი;
** მოწესრიგებულობა და დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მაისი, 2025

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1280

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე