Робота для біженців з України
პროგრამის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 26 მაისი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს აუდიო - ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 22ა
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმისა და სასწავლო ცხრილის შედგენა;
** სასწავლო წლის დაწყებამდე სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მათთვის სასწავლო გეგმისა და სასწავლო პროცესის გაცნობა;
** აკადემიური პროცესიის მონიტორინგის მიზნით, სწავლების პროცესში სტუდენტებთან შეხვედრა, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად, მათი საჭიროებებისა და შეფასებების შესწავლა, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
** ლექციებსა და გამოცდებზე პერიოდულად დასწრება;
** საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პერსონალთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზების/ჩატარებისა და მათთვის, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა;
** სტუდენტების მიერ ლექტორების სემესტრული შეფასების უზრუნველყოფა;
** მოწვეულ ლექტორებსა და უნივერსიტეტს შორის, ხელშეკრულებების გაფორმება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან კოორდინაცით;
** აპლიკანტთა მოზიდვის მიზნით, სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მისაღები გამოცდების პროცედურების ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა, კერძოდ, ტესტებისა და პროცედურების მომზადება, ტესტირებისა და გასაუბრების დღეების დანიშვნა; აპლიკანტთა ინფორმირება, მიმღები კომისიის შექმნა, კომისიის წევრებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მისაღებ გამოცდებზე დასწრება და მიღებული სტუდენტების ინფორმირება შედეგებთან დაკავშირებით;
** საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუმრების/სპიკერების მოწვევაში ჩართულობა, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
** საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მასალის მოწესრიგება, კერძოდ: ლექტორების პირადი საქმეების დაფაილება; სტუდენტთა დოკუმენტაციის აღრიცხვა/შენახვის უზრუნველყოფა; ლექტორების სასწავლო მასალების დაფაილება;
** აკადემიური წელიწადის დასრულებისას, დასკვნითი სასწავლო პროექტის/სადიპლომო ნაშრომის დაცვის ორგანიზება და გამოსაშვები ცერემონიალის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის ხარისხის კონტროლის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტრუმენტების გამოყენებით, საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა.

თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ციფრული მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ნომრის პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

კონკურსის ჩატარების ვადები:

საბუთების მიღება: 2025 წლის 22 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით.
კანდიდატებთან გასაუბრება: 28 - 29 მაისი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** კონკურსის ყველა საფეხურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე