დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Cloud 9
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
"Cloud 9" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი #2 (ბ. პაიჭაძის სახელობის დინამო სტადიონი)
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1200 ლარი (ხელზე), გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე და წერილობით შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და მისი მახასიათებლის გაცნობა და სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა არხიდან შემოსული ლიდების დამუშავება - პოტენციური კლიენტების პირველადი ანალიზი და ბაზაში დაფიქსირება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებთან დარეკვა მათი მოთხოვნების და ინტერესების მიხედვით გაფილტვრა, დამუშავება და უკუკავშირი;
** CRM სისტემაში მუშაობა - კლიენტის მონაცემების დაფიქსირება, განახლება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და არსებული პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული თვისებები და უნარები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@cloud9.ge
|
|
|
|