Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: პაბ ინვესტი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"პაბ ინვესტი" - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.

იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარიდან 1200 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** თანამშრომლების, პროდუქციისა და დოკუმენტაციების ტრანსპორტირება.
** ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილება საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის სახელზე რიცხული ავტომობილით;
** ტრანსპორტის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად გეგმური და არაგეგმური ვიზიტების განხორციელება შესაბამის სერვისცენტრებში;
** ტრანსპორტის გამართულობის და სისუფთავის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მართვის მოწმობის ქონა B, C კატეგორია;
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წელი პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესად);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ;
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე