Робота для біженців з України
მოლარე/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე/კონსულტანტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

კომპანია "ოტო მოტორსი" თბილისი მოლში მდებარე ბრენდ მაღაზიისათვის, სადაც წარმოდგენილია ავტოკომეტიკა და ავტოაქსესუარები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- გაყიდვების ოპერატორი (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)

სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** სამუშაო სტაჟზე მიბმული ანაზღაურების სქემა
** FIT PASS მხარდაჭერას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სალარო ოპერაციების მართვა
** შეკვეთის მომზადება და მიღებული შეკვეთების დახლებზე დალაგება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივნისისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე