დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 09 მაისი
/ ბოლო ვადა: 09 ივნისი
|
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო პოზიციის დასახლება: საწყობის თანამშრომელი.
** მისამართი: ქ. თბილისი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
** ანაზღაურება: ხელფასს 800 ლარს + შრომის დანამატი 500 ლარი.
** დამსაქმებელი უზრუნველყოფს კვებას.
მოვალეობები:
** საწყობში მისაღები და გასაცემი ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დროული და უსაფრთხო დატვირთვა / ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა.
** სასაწყობე მეურნეობებში ტვირთების გადაადგილებაში / გადაზიდვაში და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში.
** საწყობში შეკვეთების მომზადება, შეკვეთის ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი.
** სასაწყობე ტვირთებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება და საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა. ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული სასაწყობე სამუშაოების შესრულება.
** საწყობში სამუშაო წესრიგის დაცვა / შენარჩუნება, საწყობის მოწესრიგება / დასუფთავება.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა.
** პუნქტუალურობა.
** ენერგიული.
** შრომისმოყვარე
** გუნდური მუშაობის უნარი.
** * სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი სათაურის ველში (Subject).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|