დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Panex
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
სამუშაო აღწერილობა:
** ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა - საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის გადატანა ხელით ან დამხმარე მოწყობილობებით.
** მასალებისა და ინვენტარის მოვლა - საწყობში არსებული ინვენტარის, შეფუთვის მასალების და სხვა რესურსების მართვა.
** უსაფრთხოების წესების დაცვა - საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო რისკები.
** საწყობის მოწესრიგება - სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში.
მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
** ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა.
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
** საწყობში გამოყენებული ტექნიკის და ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა (მაგ.: სათავსო ამწე, სასაწყობე ეტლი, სკანერები და ა.შ.).
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
** სისწრაფე და პუნქტუალობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)+ბონუსი
** კორპ.დაზღვევა
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, კვირაში 5 დღე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/53l07o904aqy3jne?src=jobs.ge.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის ოპერატორი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|