Робота для біженців з України
აღრიცხვის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: 600 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ფილიალებიდან ცენტრალური საკონდიტრო წარმოებისათვის შეკვეთების მიღება, აღრიცხვა, მათ შორის პროგრამული აღრიცხვა;
** ცენტრალურ საკონდიტრო წარმოებაში წარმოებული პროდუქციის მითვლა და წარმოების ფურცელში ინფორმაციის ასახვა; ასევე, წარმოებულ პროდუქციაზე ვადის სტიკერების განთავსება;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებიდან საწარმოებელი პროდუქციისათვის აუცილებელი ნედლეულის ოდენობის შეკვეთ (ებ)ის მიღება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** ცენტრალური საკონდიტრო წარმოებაში სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აღრიცხვის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე