დასახელება:
სტაჟირება გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" პორშეს ბრენდის სახელთ აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.
თეგეტა ჰოლდინგის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალების სხვადასხვა მიმართულებით და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.
სტაჟირება ანაზღაურებადია;
გრაფიკი - სრული;
ხანგრძლივობა - 6 თვე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
** რომელიც არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** ფლობს ინგლისურ ენას;
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აქვს ინტერესი საავტომობილო სფეროს და ავტონაწილების მიმართულებით;
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
** თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გამოაგზავნე განაცხადი: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1318
|
|
|
|